დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ - კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 7 აპრილს, ენგურში, ტრაგიკულად დაღუპული, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს.

„დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა“, – წერია სამძიმრის წერილში, რომლესაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი