ვაპირებ ვიყო უპარტიოდ - უგულავა სამომავლო გეგმებზე

გამოქვეყნდა:

იმის მიუხედავად, თუ როგორ ვუყურებ ევროპული საქართველოს პერსპექტივას, მე მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ - წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე", რომელმაც დღეს, პარტია დატოვა.

უგულავას ინფორმაციით, გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა იქნება უპარტიო:

"მე თავად ვაპირებ ვიყო უპარტიოდ. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად, ევროპულ საქართველოსთანაც ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ" წერს უგულავა.

უგულავას განცხადება სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი