
9 წლის მოზარდზე სავარაუდო ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სხვა მოზარდების მშობლებიც ალაპარაკდნენ. "მთავართან" საუბარში ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა მის შვილთანაც სცადა კონტაქტის დამყარება:
"რა ლამაზი გოგო ხარ, როგორ შეიძლება პირბადე გეკეთოს" - ამბობს მოზარდების მშობელი, რომლის ინფორმაციითაც სწორედ ეს სიტყვები უთხრა სავარაუდო მოძალადემ ქუჩაში მის შვილს.
მამაკაცი კი სავარაუდოდ უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა დაკავებული ჯერ არ არის.
9 წლის მოზარდზე სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 9 აპრილს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მოძალადისგან გაქცევისას ბავშვმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო და ის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.