"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ევროპულ საქართველოს" უახლოეს მომავალში გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, ირმა ნადირაშვილი, გივი თარგამაძე და ირაკლი კიკნაველიძეც დატოვებენ.
პარტია კი დღეს ახალ თავმჯდომარესა და პარტიის გენერალურ მდივანს აირჩევს. "მთავარის" ინფორმაციით, გენ. მდივნის თანამდებობაზე აკაკი ბობოხიძის კანდიდატურა განიხილება.
დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ "ევროპული საქართველოს" პარტიულ თანამდებობებთან ერთად, პარტიაც დატოვეს.