გირჩის აქცია-სეირნობაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

გამოქვეყნდა:

დღეს გირჩის წარმომადგენლების საქმის განხილვა სასამართლომ 7 მაისამდე გადადო. 

გირჩის ორგანიზებულ ე.წ. აქცია-სეირნობაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. მათ სასამართლო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება. 

მინდოდა, პროტესტი გამომეხატა. ერთადერთი, რაც ვიდეოკადრებში არ არის, არის ჩემი და პოლიციელის საუბარი მანქანაში, სადაც ვამბობდი, რომ ასე ქცევა არ შეიძლება, - ამბობს გირჩის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია

ადვოკატი მარიამ მაძღარაშვილი ამტკიცებს, რომ დაკავებულებს არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო 7 მაისს შესაბამის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი