ვწუხვარ, რომ გიგიმ თავი ვერ შეიკავა პოლიტიკური ჩხვლეტისგან - ბოკერიას პასუხი

გამოქვეყნდა:

გიგი უგულავასაც, რომელმაც თავის ფეისბუქ სტატუსში გიგა ბოკერიას გადაწყვეტილებას, დარჩენილიყო პარტიის ლიდერად, "ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობა" უწოდა, ბოკერიამ პარტიის თავმჯდომარის რანგში უპასუხა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ გიგიმ თავი ვერ შეიკავა დღესაც პოლიტიკური ჩხვლეტისგან, მაგრამ მე მას მინდა ისევე, როგორც ყველა სხვას კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე განვლილი გზისთვის" თქვა ბოკერიამ უგულავას პასუხად.

პარტიიდან წასულებზე ბოკერიამ სიტყვით გამოსვლის დროსაც ისაუბრა და მათ გადაწყვეტილებას "მცდარი" უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი