აუცილებელია, NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება - იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს Twitter-ზე ეხმიანება და წერს, რომ რუსეთის აგრესიის პირობებში, NATO-მ აუცილებლად უნდა გამოასწოროს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომა, როდესაც საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

"აუცილებელია, NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება, როდესაც ალიანსის რამდენიმე წევრი არ დაეთანხმა უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას. ახლა მოქმედების დროა, რადგან პუტინი იყენებს უსაფრთხოების ვაკუუმს და ატერორებს მეზობლებსა და ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს", - წერს რასა იუკნევიჩიენე.

დონბასში ვითარება ისევ დაძაბულია. გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 7 -ჯერ დაარღვიეს. დაფიქსირდა 6 დაბომბვა და 1 დისტანციური დანაღმვა.

დაბომბვის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი