სერგი კაპანაძე "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი აღარ იქნება და პარტიის მხარდამჭერად რჩება- ასე პასუხობს კაპანაძე "მთავარის არხის" კითხვას, რჩება, თუ მიდის პარტიიდან. მეტი კონკრეტიკისგან კაპანაძე თავს იკავებს.
ჯერჯერობით პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს ირაკლი კიკნაველიძე.
"ევროპულმა საქართველომ" დღეს ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩია. პარტიას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, ყრილობის პარალელურად კი დამფუძნებლებმა წასვლის შესახებ ინფორმაციები "ფეისბუქით" გაავრცელეს.