ოკუპირებული ხეობა და უწყვეტი პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

მდინარე რიონის ხეობაში რამდენიმე დღეა, სპეცრაზმი დგას, ხეობის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი. ყველა ავტომობილს სამართალდამცველები ჩხრეკენ, ამოწმებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელს. ამის ფონზე, 160 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი გრძელდება. რიგითი მოქალაქეები წყლის, მიწისა და ბუნების მცველებად იქცნენ. სიცივეში რამდენჯერმე დარბეული "კარვების სოფლის" მდებარეობა, თვეების განმავლობაში შეიცვალა. ახლა ხუთი დიდი და რამდენიმე პატარა კარავი ნამოხვანში ლალი ეფრემიძის ეზოშია გაშლილი. დაახლოებით 3000 კვ.მ-ზე. ეს ერთადერთი ადგილია ნამოხვანში, რომელიც კომპანიის საკუთრება ამ დრომდე ვერ გახდა.

ნათია თურნავა ხელისუფლების სახელით რიონის მცველების პროტესტს რადიკალურს უწოდებს. ამტკიცებს, რომ კომპანია ახლა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს და კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ მოსახლეობას არ დაარწმუნებენ, ნამახვანჰესის უსაფრთხოებაში. როგორ აპირებენ მოსახლეობის დარწმუნებას არავინ იცის, მინისტრები ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ხალხთან შეხვედრიდან ბოლოს რამდენიმე წუთში გაიქცნენ და არცერთ კითხვას არ უპასუხეს. ასევე ასობით პოლიციელისა და სპეციალური საპოლიციო ტექნიკის თანხლებით ჩავიდა ადგილზე ახლადარჩეული  ქართველი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. სწორედ საპოლიციო ძალების მობილიზების შემდეგ ჩავიდა ადგილზე სახალხო დამცველი.

რიონის ნაპირზე გაშლილი კარვების სოფელში არ სჯერათ ხელისუფლების, რომელსაც თავი სახელმწიფო მხოლოდ "ქართული ოცნება" ჰგონია და რომელმაც რამდენჯერმე პროტესტის ჩახშობა ძალის გამოყენებით სცადა. ამიტომ 160 დღიანი პროტესტი უწყვეტად საპოლიციო ძალების მობილიზებისა და სოფლების სრული ბლოკირების მიუხედავად მაინც გაგრძელდება.

მიხეილ გოგუაძის რეპორტაჟი: "ოკუპირებული ხეობა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი