"ქართული ოცნების" 9-წლიანმა მმართველობამ ქვეყანა ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა. დღეს 541 000 ადამიანი თვიდან თვემდე საარსებო შემწეობით არსებობს. ეს ადამაინები ყოველდღე შიშით გაჰყურებენ გზას, და შიშით ელოდებიან სოციალური აგენტის გამოჩენას, რომელმაც მათი გაუბედურებული ყოფა უნდა აღწეროს, ცნობარი შეავსოს და შესაძლოა, ეს მიზერული შემწეობაც მოუხსნას. 

ვინ არიან ეს სოციალური აგენტები? - ხშირად, მათი მდგომარეობა თითქმის უტოლდება სოციალურად დაუცველის ყოფას. ორასლარიანი ხელფასით არათუ ოჯახის შენახვა გამორიცხულია. მეტიც, საკუთარი ჯიბიდან უწევთ გზის ფულის დახარჯვა და მაგალითად, დღეში 3-4 სოფლის შემოვლა. ეს მაშინ, როცა ამ აგენტების უშუალო უფროსები, არც ანაზღაურებას უჩივიან და არც ძვირადღირებული სახლების დეფიციტს განიცდიან.

უკიდურეს სიღარებეში მყოფი თნამშრომლების ხელმძღვანელმა გიორგი წოკოლაურმა, რომელსაც ხელფასი არ ჰყოფნის, მხოლოდ გასულ წელს, ხელფასის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56 000-მდე ლარი მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, სწორედ საჯარო სამსახურში ყოფნისას შეიძინა 200 000 ლარად შეფასებული კერძო სახლი და 70 000 ლარად მიწის ნაკვეთი თბილისში, მის საკუთრებაშია ასევე თანამდებობაზე ყოფნის დროს შეძენილი ბინა მუხიანში. ამ ბინის მისამართზე წოწკოლაურის 100 %-იანი წილითაა რეგისტრირებული 2 კომპანია „ბი პი იმპორტი“ და "ლიდერი- 2019“, რომელიც მას დეკლარაციაში არ შეუტანია. 

აგენტები ამბობენ, რომ სახელმწიფომ სისტემა ჩამოაყალიბა, სადაც მათ მიმართ სოლიდარული არავინაა. ამასთან, ხშირად ხდებიან ბენეფიციარების აგრესიის მსხვერპლნიც.

ნატა ლეჟავას რეპორტაჟი: "სოცდაუცველი სოცაგენტები"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი