ანტიკრიზისულ გეგმას ექსპერტები "ქართული ოცნების" სოციალურ თაღლითობად აფასებენ. მათ კონკრეტულ ფაქტებსა და ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ მთავრობის ფინანსური დახმარების გეგმა დიდ ტყუილს წარმოადგენს. ე.წ. 1200 ლარიან დახმარებას, რომელიც თითქოსდა 350 ათას მოქალაქეზეა გათვლილი, ყველა ვერ მიიღებს. ამასთან ერთად, მიღებული შემწეობა მოქალაქეებს შეუწყდებათ იმ მომენტიდან, როგორც კი ისინი სამსახურში გავლენ.
ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვებს უჩენს თავად უმუშევრად დარჩენილებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი "ქართული ოცნება" 460 მილიონიდან 1200 ლარს 350 ათას უმუშევარს გაუნაწილებს, მაშინ 40 მილიონი ჰაერში რჩება. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ თანხას, რომელიც ამ თაღლითური სქემის შედეგად მორჩება, მთავრობა საარჩევნოდ გამოიყენებს.
ეკონომისტები ხელისუფლებას ადამიანზე ორიენტირებული და ეფექტური გეგმის შემუშავებას სთხოვენ.
მთავრობამ ანტკირიზისული გეგმის ნაწილი 24 აპრილს გამოაქვეყნა, თუმცა მოქალაქეების უმეტესობა ჩივის, რომ პარამეტრები ისეა განსაზღვრული, რომ შემწეობების მიღებას მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი თუ შეძლებს.