დეზინფორმაცია - ომის ახალი იარაღი და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები

გამოქვეყნდა:

თანამედროვე, ჰიბრიდულ ომში ქვეყნებს შორის მთავარი სამიზნე ადამინების გონებაა. ამ ბრძოლაში ყველაზე დიდი ადგილი საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ომს ეთმობა. დეზინფორმაციის გავრცელება კი  იარაღის ახალი სახეობა გახდა.

დეზინფორმაცია - ნიშნავს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც იქმნება, ქვეყნდება და ვრცელდება მიზანმიმართულად, რათა საზოგადოებაში გაურკვევლობა და დაბნეულობა დანერგოს.

რუსეთის ჰიბრიდულ არსენალში დეზინფორმაციასა და პროპაგანდას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რითიც ის სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, მისთვის სასურველი პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. მიზანი ერთია -  ქვეყნის რუსული გავლენის სფეროში დაბრუნება. 

რუსეთიდან წამოსული ზღვა ანტიდასავლური დეზინფორმაციის გადაფარვა, გამართული, კარგად ორგანიზებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო, ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული კამპანიებით საკმაოდ რთულია. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში, რუსული პროპაგანდის განეიტრალება ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად მიიჩნიეს და შეძლეს კიდეც მასთან გამკლავება.  

 

ნინო ჟვანიას რეპორტაჟი: "ომის ახალი იარაღი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი