სოფელ ნამახვანში, რიონის ერთ-ერთ მცველს მდინარეში და რიონის ფერდობზე ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
აქციის მონაწილეების თქმით, 30 წლის კაცი ხეობაში, რამდენიმე დღის წინ, თბილისიდან ჩავიდა.
ზედა კარავში ვიყავით, ვიტრაპეზეთ და სადღაც ნახევარი საათის შემდეგ არანორმალურ ხმაზე გავიგეთ ღრიალი ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის, რომელიც ყვიროდა, გვიშველეთ, ბიჭებო, გვიშველეთო. გამოვიქეცი და ამ პიროვნებას მისდევდა საშველად რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც, სამწუხაროდ, ვერაფერი შეძლეს. სადღაც 300-400 მეტრი ცურვით იარა და შემდეგ უკვე წყალმა ჩაითრია. ორი დღის ჩამოსული იყო როგორც ვიცი, ორი მეგობარი თბილისიდან ჩამოვიდა და მეტი არაფერი ვიცი... მკაცრად კონტროლდება ჩვენთან და გამორიცხულია, ნასვამ მდგომარეობაში არ იქნებოდა, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ადვოკატ დალი სულაქველიძის თქმით კი, რიონის მცველებს, მომხდართან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
შემთხვევიდან 5-10 წუთში დაგვირეკეს ხეობის მცველებმა და ამოვედით აქ. თუმცა, ჯერ თვითონაც გაურკვევლობაში არიან. არ იციან შეიძლება თუ არა დაღუპული იყოს ეს პიროვნება ამ მომენტისთვის... თვითონ ეს პიროვნება, ვიზეცაა საუბარი, 2-3 დღეა ჩამოსულია აქ და ინფორმაცია გავრცელდა, რომ სამი თვის წინ დედა გარდაეცვალა, ხელში ჩააკვდა და ეს ინფორმაცია არასწორია. კითხვის ნიშნები გაჩნდა, ვინ არის ეს პიროვნება საერთოდ, - ამბობს სულაქველიძე.
ამავე თემაზე: