ყოფილი თანამებრძოლები ერთმანეთს აღარ ინდობენ - ივანიშვილის ტყუილებზე საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულები ალაპარაკდნენ

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის ტყუილებზე საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატები ალაპარაკდნენ. ერთ დროს პოლიტიკური მოკავშირე ივანიშვილი ზვიად ძიძიგურისთვის ახლა მატყუარა ლიდერი გახდა.

ძიძიგური ამბობს, რომ მისმა უკვე ყოფილმა გუნდმა მოატყუა მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება, ამ საუკუნის აფიორამ კი ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია დააზიანა, ოპოზიციას კი მორალური უპირატესობა მიანიჭა. 

ძიძიგურის კრიტიკა სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მისი ყოფილი თანამებრძოლებისთვის. დღეს გუნდიდან წასული დეპუტატი მისმა ყოფილმა პოლიტიკურმა თანამოაზრემ, გიორგი ვოლსკიმ მწვავედ გააკრიტიკა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა ვერ აიტანეს. უმრავლესობიდან დემარშით წასულები კი ამბობენ, რომ ამით ქვეყანაში მმართველმა პარტიამ პოლარიზაციის საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა.

უმრავლესობიდან დემარშით წასული ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ ის, რაც ახლა ქუჩაში ხდება, „ქართული ოცნების“ პასუხიმგებლობაა

ერთპარტიული მმართველობის რეალური საფრთხე დაინახა უმრავლესობიდან დემარშით წასულმა კიდევ ერთმა წევრმა. მარიამ ჯაშისთვის, რომელიც პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს, ძნელი წარმოსადგენია, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ნაბიჯებთან დაკავშირებით ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო.

პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ „ოცნებაში“ რღვევა დაიწყო. „ოცნების“ რიგების დატოვებაზე კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიქრობს, მათ შორის, ერთკვირიანი ვადა მოსაფიქრებლად ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯოდმარემ, აკაკი ზოიძემ ითხოვა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი