არჩილ თალაკვაძე კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს ხვდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება. შეხვედრა, ამ წუთებში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობს. 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალებს მოვლენების განვითარებისთანავე მოგაწვდით. აქვე, ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის საელჩოსთან "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც მივიდა, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ "კომენტარს ვერ გააკეთებს".

 

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი