შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ნამახვანში წასვლისა და მუშაობის უფლებას არ აძლევენ. პოლიციამ გუმათჰესთან მოწყობილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეაჩერა ყველა გადამღები ჯგუფი და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს.
ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გვიშვებენ. გვეუბნებიან, რომ ვერ მოგვცემენ გადაადგილების უფლებას. თუ რაიმე კითხვით მიმართავ და სიღრმეში შეხვალ, მერე უკვე გეუბნებიან, მიმართე პრესსამსახურსო. არცერთ მედიასაშუალებას არ უშვებენ, - ამბობენ ჟურნალისტები.
მედიის განმარტებით, უწყვეტი პროტესტის 168 დღის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს მუშაობის უფლებას არ აძლევენ და გადაადგილებას უზღუდავენ.
რიონის ხეობაში ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ამინდის გაუარესებისა და დაკარგული ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოების მიზეზით, შსს-მ ჰესების მოწინააღმდეგეთა კარვების აშლის გადაწყვეტილება მიიღო.
ამავე თემაზე: