პოლიცია მოქმედებს კანონდარღვევით - საიას ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ნამოხვანზე

გამოქვეყნდა:

დაძაბული სიტუაცია რიონის ხეობაში - სამართალდამცველებმა სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს. ნამოხვანში მუშაობის საშუალებას არ აძლევენ ჟურნალისტებსაც, პოლიცია მათ სოფელში არ უშვებს. ხეობაში მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველები, ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმი.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ის ქმედებები, რასაც ამ წუთებში სამართალდამცველები რიონის ხეობაში ახორციელებენ, უკანონოა და მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს.

დღეს ხდება აშკარა უკანონობა, სწორედ ის უკანონობა, რასაც პოლიცია უკვე ერთი კვირაა ახორციელებს. ყოველ წუთს უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია სოფელ გუმათში და ნამოხვანში. პოლიციამ უკანონოდ აიღო კარვები. ეს დაძაბულობა შექმნილია პოლიციის მხრიდან. პოლიცია გასულია კანონიერი სივრციდან, მოქმედებს აშკარად კანონდარღვევით. არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებებს, გადაადგილებაზე, შეკრებაზე, მანიფესტაციაზე. პოლიცია ახორციელებს ზეწოლას მოქალაქეებზე, ამბობს ზაალ გორგოძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კარვების დაშლის მიზეზი, ამინდის გაუარესება და დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი