პოლიციას ალკოჰოლის ჩადება უნდა - რიონის ხეობის მცველები

გამოქვეყნდა:

"რიონის ხეობის მცველების" ინფორმაციით, პოლიციამ ნამოხვანში დიდი ოდენობით ალკოჰოლური ნივთიერება შეიტანა. ისინი განმარტავენ, რომ ამის მიზანია, ინფორმაცია გაავრცელონ იმის შესახებ, რომ აღნიშნული ალკოჰოლური სასმელები კარვების დემონტაჟის დროს "რიონის ხეობის მცველების" პროტესტის ადგილიდან ამოიღეს.

პროტესტის მონაწილეები განმარტავენ, რომ ხეობაში ერთგვარი შინაგანაწესი აქვთ შემოღებული, რომლის მიხედვით პროტესტის ადგილას ალკოჰოლური სასმელების შეტანა ყველა "ხეობის მცველს" ეკრძალება. მათივე თქმით, უწყვეტი პროტესტის განმავლობაში ალკოჰოლური ნივთიერებები არავის მიუღია.

ალკოჰოლის ჩადება უნდათ, მაგრამ არ იციან ის, რომ ჩვენ აქ წესი გვაქვს, რომ სასმელს არცერთი ჩვენგანი არ ვიღებთ. ალკოჰოლის დაკავშირება გუშინ მომხდარზეც სურთ, როდესაც პროპაგანდტისტული ორგანიზაციები ავრეცელბენ ინფორმაციას, რომ მდინარეში შესული მამაკაცი ნასვმ მდგომარეობაში იყო, - ამბობს რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი.

ცნობისთვის, ამ წუთებში დაძაბულია სიტუაცია რიონის ხეობაში. სამართალდამცველებმა სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს. ნამოხვანში მუშაობის საშუალებას არ აძლევენ ჟურნალისტებსაც, პოლიცია მათ სოფელში არ უშვებს. ხეობაში მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველები, ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი