9 აპრილის გმირები - ამბავი ადამიანებზე, რომლებმაც თავისუფლება მოგვიტანეს

გამოქვეყნდა:

კიდევ რამდენი ქართველი, ან უკრაინელი, ან ნებისმიერი სხვა ეროვნების წარმომადგენელი უნდა შეიწიროს ამ მსოფლიოს კიბოდ ქცეულმა პუტინის რუსეთმა? კიდევ რამდენ ხანს უნდა ამყოფოს მუდმივ ტერორში საკუთარი მოქალაქეებიც და მეზობლებიც?

ათწლეულების განმავლობაში კიდევ რამდენი სისხლი დაიღვარა ისედაც სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლების დასაცავად - 9 აპრილი უნდა ყოფილიყო დამპყრობელი რუსეთისგან თავის დასახნელად გაღებული უკანასკნელი მსხვერპლი... მაგრამ არა - 30 წლის შემდეგაც კრემლის პოლიტიკა მკვლელობებზე და ომებზე დგას. 

1989 წელს დაღუპულთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთა წინაპრები თავის დროზე რეპრესიებმა შეიწირა, შემდეგ კი რუსული ჩექმა მათ შთამომავლებსაც მიადგა. 

ტიციან ტაბიძის დისშვილი, რომელიც ყოველდღე ზრუნავდა მოშიმშილეებზე; ფარიან ჯარისკაცებთან შიშველი ხელებით მებრძოლი ქალი; და რუსი სამხედროებისგან მოკლული ადამიანი, რომლის ცხედარიც თემურ ჭყონიამ საკუთარი ხელით გამოიტანა მორგიდან, სადაც მიტოვებული დახოცილები უპატრონოდ ეყარნენ იატაკზე. 

ეს არის ამბავი, რომელიც აქამდე არასდროს მოგისმენიათ. ამბავი ადამიანებზე, რომლებმაც თავისუფლება მოგვიტანეს.

თაკო მესხის რეპორტაჟი: თავისუფლებას შეწირულნი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი