სად არის ცნობილი ვოლგა და როგორია დღეს საქართველო - 10 წელი ფილმიდან "სრული სვლით დასავლეთისკენ"

გამოქვეყნდა:

გახსოვთ, ცნობილი კადრები, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ვოლგის საჭესთან ზის და ამ მანქანით გამოწვეულ ემოციებს ვერ მალავს - ეს არის ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც გადაღებულია ხელისუფლებების ეტაპობრივი ცვლის პერიოდში - როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, შემდეგ ხელისუფლებაში, სააკაშვილი კი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო. 

ფილმს ჰქვია - "სრული სვლით დასავლეთისკენ" - ეს ის პერიოდია, როდესაც ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მილიარდერი დასავლეთის გამაოცებელ დემოკრატიას ააშენებდა და ტრიუმფით შეგვაბრძანებდა ევროპულ ოჯახში. 

"პოსტ ფაქტუმის" ჟურნალისტს, მაიკო ლომიძეს მოუვიდა იდეა - ფილმის გადაღებიდან 10 წლის შემდეგ ფილმის რეჟისორთან ერთად ნახოს და შეადაროს, როგორი იყო მოლოდინი მაშინ და სად არის დღეს საქართველო? რა მიმართულებით იარა ამ წლების განმავლობაში და სადამდე მიაღწია? და სად არის დღეს ის ცნობილი ვოლგა?

მაიკო ლომიძის რეპორტაჟი: "10 წლის შემდეგ"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი