
"ძალიან დიდი გამოწვევაა, ბევრს რომ ვფიქრობ, ვფიქრობ იმას, რომ ეს სამინისტრო იქნება, დაახლოებით, ისე, როგორც ოჯახში არის სამი ბავშვი, რომელსაც თანაბარი მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება - ეს არის კულტურა, ესაა სპორტი და ახალგაზრდობა. თუმცა, ალბათ, კიდევ უფრო კარგი იქნებოდა, თუკი ვიტყოდით, რომ ეს არის ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თუმცა, მას ასე ოფიციალურად არ ჰქვია. ამით იმაზე მინდა მინიშნება გავაკეთო, რომ თუ ჩვენ კულტურა უნდა შევინარჩუნოთ, თუ ხელოვანებს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ კიდევ უფრო დიდი ფეიერვერკები აკეთონ ქართული კულტურის სახელით და სპორტსმენებმა გვასახელონ, მაგრამ, არა მხოლოდ ასევე სპორტული ცხოვრება იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და ახალგაზრდობის ნაწილი, ეს ყველაფერი განა რისთვის კეთდება, თუ არა ახალგაზრდობისთვის?"
ამბობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში.