
"მე მაინტერესებდა, რომ ამ სფეროში, ასე ვთქვათ, ძალისხმევა და შრომა ჩამედო. თუმცა, პარტიულ კონსულტაციებში, არ დავმალავ და იდეები ჩემთან დაკავშირებით, სხვა იყო. როდესაც ასეთი იდეა მე წამოვაყენე, ზოგი გაკვირვებით, ზოგი ინტერესით და საბოლოო ჯამში, თანხმობით შეხვდა. მეუბნებოდნენ, რომ რა გინდა იქ, ეს ხომ რთული ხალხია, შეგჭამენ, ნერვებს მოგიშლიან და არასდროს არაფრით იქნებიან კმაყოფილნი. მაგრამ მე ცოტა ფილოსოფიურად ვუყურებ და ვამბობ, რომ თუ ქართული კულტურის წარმომადგენელი არ იქნა ამბიციური, შეიძლება ძალიან ეთნოცენტრული განცხადებაა ეს, მაგრამ თუ არ იქნა ამბიციური, პრეტენზიული, არ ეგონა რომ ის არის ყველაზე დიდი კულტურის წარმომადგენელი, ყველაზე ძველი ერის წარმომადგენელი, მაშინ ვინ უნდა იყოს?"
ამბობს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნაზე, TV იმედის ეთერში.