
ვინ არიან პოლიტიკური მგლები თეა წულუკიანისთვის - როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ამბობს, თუ მგელში დამშეული ცხოველი იგულისმება, რომელიც მზადაა ყველა შეჭამოს, ასეთი "ნაციონალური მოძრაობის" მმათველობის დროს ბევრი იყო.
თუ მგელში ლომივით ფიგურა იგულისხმება, მაშინ წულუკიანისთვის მგელი, ცალსახად, ედუარდ შევარდნაძეა.
რაც შეეხება პოლიტიკურ მგელს, იმ გაგებით, რომ "სხვები მიაჩოჩა-მოაჩოჩა, სახელმწიფო ინტერესი მაინც გადაარჩინა, სადაც დასჭირდა, რომ ებრძოლა იბრძოლა, მერე დაიხია, კომპრომისი მოუწია და ა.შ.", - ამ შემთხვევაში წულუკიანისთვის ბიძინა ივანიშილი უალტერნატივოა.
"თუ ამას ვიგულისხმებთ მგელში, ჩემთვის ნამდვილად არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით 2012 წელს", - ამბობს წულუკიანი იმედის ეთერში.