დღევანდელი, 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 883 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 136 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 109 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,9 მილიონზე მეტი.