სოფელ გუმათში რიონის ხეობის მცველების პროტესტი გრძელდება, გზა სამართალდამცავებს რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი. მას შემდეგ, რაც გუშინ ღამით პოლიციამ ნამახვანში აქტივისტების კარვები აშალა პროტესტის ეპიცენტრმა გუმათში გადაინაცვლა.
"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შევიკრიბოთ გუმათჰესთან, ჩვენ კარავთან რადგან კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ მოვიდნენ გონს, ადეკვატურად შეაფასონ მოვლენები და უფლება დაგვრთონ გადავაადგილდეთ ნამახვანში, ან ძველ ლოკაციაზე, ან ალტერნატიულ ლოკაციაზე მოგვცენ უფლება საპროტესტო კარვების გაშლის.
მიუღებელი და სამარცხვინოა ხელისუფლების გუშინდელი სცნეარებით განვითარებული მოვლენების, ეს იყო ვნდალური ქმედება, დაჭრა, განადგურება, სცენარების დადმა, როგორიცაა სპირტიანი სასმელების ამოღება, რომელზეც კარგად იციან, რომ ჩვენ მკაცრი შინაგანაწესი გვქონდა, და არა თუ დალევა, ალკოჰოლური სასმელების შენახვაც კი აკრძალული იყო", - თქვა რიონის მცველმა, მირზა ნოზაძემ.
მისი თქმით, რიონში დაკარგული აქტივისტის სამძებრო სამუშაოებს პოლიცია მიზეზად იყენებს და კარვების დაშლის მოტივად ასახელებს, თუმცა რეალურად ეს ყველაფერი მათ ნამახვანიდან გამოდევნას ემსახურება.
"ჩვენი პროტესტის ადგილი ყოველთვის იყო ნამახვანი და პირველი დღიდანვე ცდილობდნენ ჩვენ იქიდან გამოყვანას სხვადასხვა ფორმით, შეთავაზებებით, რომ მოდი თბილისში გადაიტანეთ, ოცნების ოფისთან, მთავრობის სახლთან და ა.შ მაგრამ ჩვენი პროტესიტს ადგილი ყოველთვის იყო ის ლოკაცია რაც მშენებლობის არეალშია", - თქვა რიონის ხეობის მცველმა, მარიტა მუსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გუმათში სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი, რიონის ხეობის მცველები, რომლებიც 170-ე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რომ ჩავიდნენ და ადგილობრივებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.