დაკავებულ პოლიციელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

დაკავებულ პოლიციელს, შალვა ზამბახიძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, თუცა ჯერჯერობით უცნობია სასამართლო პროცესი სად და როდის გაიმართება, ასევე რა შუამდგომლობები ექნებათ ბრალდებისა და დაცვის მხარეებს. გამოძიება ზამბახიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მოქალაქის განზრახ უკანონოდ დაკავებას ედავება. 

კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, დმანისის პოლიციის უფროსი გელა მურადაშვილი, რომლის გვარიც ასევე ფიგურირებს მამა იონას გამოგონილი ბრალდებით დაკავების საქმეში, კომენტარს არ აკეთებს.

როგორც მისმა თანამშრომლებმა თქვეს, მურადაშვილი სამსახურშია, თუმცა ის დღეს "მთავარის" კამერასთან არ გამოჩენილა.

შაბათის მთავარის ჟურნალისტური გამოძიება - პატიმრობა შეკვეთილი ბრალდებით

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი