6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში - როგორ და როდის გაგრძელდება მოლაპარაკებები?

გამოქვეყნდა:

სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო მინისტრი ჩამოვა. "მთავარ არხს" ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა დაუდასტურეს. 

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შესაძლოა აპრილის ბოლოს განახლდეს. ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მოლაპარაკებებთან მიმართებაში იმედიანად არის განწყობილი.

"ყოველთვის არსებობს მიმართულება, რაზეც მუშაობა გვმართებს და ეს არის მოლაპარაკებების მიმართულება, როდესაც საქმე გვაქვს პოლიტიკაზე. იმედიანად ვართ განწყობილი, ოღონდ სხვადასხვა ხარისხის ეს იმედი, იმის მიხედვით, ვისზე ვსაუბრობთ ოპოზიციის რიგებში. ყველას ერთნაირი მზაობა, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდეს, სამწუხაროდ არ აქვს.

თუმცა არსებობს რეალურად იმედის ქონის საფუძველი, რომ შეიძლება შედეგიანი მოლაპარაკებები აღმოჩნდეს",- ამბობს მიხეილ სარჯველაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი