დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინ 11 აპრილს ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებული განცხადება მედიაში არასწორად იყო ინტერპრეტირებული.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, ჩინური ვაქცინები გადაუდებელი მდგომარების დროს, გამოიყენება და მათი დაცვის ეფექტურობა სხვადასხვაა.
ასევე გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გადაუდებელი დახმარებისთვის გამოყენების ნებართვას მაშინ გასცემს, როდესაც ვაქცინის ეფექტურობა 50%-ზე მაღალია.
"ვფიქრობთ, რომ გუშინ გამოთქმული მოსაზრებები სწორად არ იქნა ინტერპრეტირებული და ამიტომ საჭიროა შევიტანოთ განმარტებები და მოსახლეობა დავამშვიდოთ, რომ ამ საკითხში, რასაც ქვეყანა მომავალი თვის განმავლობაში განახორციელებს იგივე ჩინური ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვართ, რომ მას ექნება მოსახლეობისთვის საკმაოდ მაღალი დაცვითი ეფექტი",-თქვა გამყრელიძემ.
ჩინეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ვაქცინას მაღალი ეფექტურობის მაჩვენებელი არ აქვს. მა გაო ფუს განმარტებით, ვინაიდან ამ პრეპარატებს არ აქვს დაცვის ძალიან მაღალი დონე, ამიტომ ეფექტის ასამაღლებლად ვაქცინების მოდიფიცირება განიხილება.