ტერიტორიებს შორის განსხვავებული რისკებია - იმნაძე 5 დღიანი კარანტინის გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

"ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები" - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინის შესახებ.

"ყველაფერი ხორციელდება რისკების შეფასების საფუძველზე, თქვენ კარგად გახსოვთ, რომ იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა ქვემო ქართლის რეგიონში როცა იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე ვიდრე დანარჩენ ტერიტორიაზე ქვეყნის, იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა შარშან ზაფხულს სვანეთში, როდესაც სვანეთში სიტუაცია განსხვავდებოდა და იქიდან გამოსვლაზე დაწესებული იყო კარანტინი, სხვათა შორის არა 5-დღიანი, არამედ გაცილებით მეტი, ახლაც მიმდინარეობს რისკების შეფასება, იმისდა მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები, ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები", - თქვა პაატა იმნაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ამ 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრების აქცია გამართა. მოხდა დაპირისპირებაც, რა დროსაც პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი