
უკრაინის მხარდამჭერ აქციას საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი შეუერთდა და საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, "გირჩი- მეტი თავისუფლების" ორგანიზებით უკრაინის საელჩოსთან დღეს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადა რუსეთის აგრესიული ქმედებები და ოკუპაცია გააპროტესტეს.
უკრაინა ისევ ფართომასშტაბიანი ომის წინაშე დგას. რამდენიმე კვირაა რუსული არმია ქვეყნის აღმოსავლეთით, საზღვრებთანაა მობილიზებული და ყოველდღიურად არღვევს მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.