თქვენ უკეთებთ ინტერპრეტაციას - გამყრელიძე "დისკრიმინაციულ კარანტინზე"

გამოქვეყნდა:

"თქვენ უკეთებთ ინტერპრეტაციას" - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "მთავარი არხის" კითხვას, თუ რას ფიქრობს "დისკრიმინაციულ კარანტინზე". 

"ჩემი მოსაზრება ჟღერდება საკოორდინაციო საბჭოზე, თქვენ უკეთებთ ინტერპრეტაციას... კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებულია საკოორდინაციო საბჭოზე. სისტემა უნდა შეიცვალოს და გადაიხედოს ისე, რომ ამ ტიპის გართულებები მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

 ამავე თემაზე დღეს კითხვას უპასუხა გამყრელიძის მოადგილემ, პაატა იმნაძემ: 

შეგახსენებთ, რომ ამ 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრების აქცია გამართა. მოხდა დაპირისპირებაც, რა დროსაც პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი