
ბათუმში "სირცხვილიას" ოფისთან, დაპირისპირების დროს დაკავებულთაგან ერთის, გენრი დოლიძის მიმართ სამართალწარმოება შეწყდა, ხოლო მუსიკოს, გიგა ნაკაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
აქციის მონაწილეები 3 აპრილის ღამეს იმ დროს დააკავეს, როდესაც პოლიცია "სირცხვილიას" ბათუმის ორგანიზაციის ოფისში შევიდა. მათი პროცესი 5 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.