
"გირჩს ცოტა არეული აქვს, თავისი ფუნქციები, ჩვენი ფუნქციები, უმრავლესობის, უმცირესობის ფუნქციები. შეიძლება, ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერთ მხარს სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოდის, მაგრამ არის უმრავლესობის პოზიციები, ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მსჯელობა შეიძლება.
არ შეიძლება ბატონი იაგოს განცხადებაზე აიგოს ჩვენი პოზიცია, არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღას ჩავიდებთ ჯიბეში და გვექნება გარკვეული პრივილეგიები ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ თემებზე".
ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი "გირჩის" 7 პუქნტს, რომელთაგან ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაშიც პარტია პარლამენტში შევა.