
"სახეზეა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ბოიკოტს მხარს არ უჭერს. ქვეყანაშიც სახეზეა ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს. ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა და ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის განუხრელად განხორციელება, რაშიც მთელი პოლიტიკური სისტემის როლი არის მნიშვნელოვანი“
არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე, პოლიტიკურ პარტიებს მიმართა