დაპირისპირება აფხაზეთის მთავრობასთან - სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან დღეს დილით, პოლიციელების მხრიდან აქტივისტებზე სავარაუდო ძალადობაზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო.

2021 წლის 12 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
განცხადების მიღების შემდგომ, დაუყოვნებლივ განხორციელდა განმცხადებელთან კომუნიკაცია გამოკითხვის მიზნით, თუმცა მისი სურვილით საგამოძიებო მოქმედება გადაიდო შემდეგი დღისთვის. 
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ საქმეზე ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას
- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

სამოქალაქო აქტივისტები პოლიციელ შოთა ჭიპაშვილს ძალადობაში ადანაშაულებენ და ინსპექტორს მიმართავენ 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი