"დაზვერვის სამსახურის საქმიანობაზე საჯაროდ, "მთავარ არხთან" არ საუბრობენ" - "ოცნებაში" განმარტავენ, რატომ არ ჰყავს სამსახურს ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

უკვე ერთი წელია, დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს. ამ პოსტზე წესით შესაბამისი კანდიდატურა პრემიერმინისტრს უნდა შეერჩია, თუმცა მთავრობის მეთაური არ ჩქარობს. დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძეა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე დღეს არ მისულა, მის ნაცვლად კი მოხსენება დეპუტატებს, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა წარუდგინეს.

რატომ არ ინიშნება ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამსახურში ოფიციალური ხელმძღვანელი, როგორია დაზვერვის მიმართულების წარმომადგენელთა და დეპუტატთა პოზიცია - ოფიციალური მიზეზები უცნობია, არაოფიციალური ვერსიებით კი კანდიდატურა ვერ შეარჩიეს. დეპუტატების ნაწილი კი ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე პირის შერჩევის კომპეტენცია არ აქვს.

"ოცნების" დეპუტატები კითხვაზე, რატომ არ ჰყავს დაზვერვას ხელმძღვანელი უკვე 1 წელია, ამბობენ, რომ "დაზვერვის სამსახურის საქმიანობაზე საჯაროდ, "მთავარ არხთან" არ საუბრობენ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი