მიუხედავად იმისა, რომ საჭირო იქნება რთული კომპრომისები მჯერა, მხარეები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას - დეგნანი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ქვეყნისთვის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო იქნება რთული კომპრომისები, სჯერა, რომ მხარეები შეთანხმებას შეძლებენ.

​"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას. ეს მოთხოვნა აქვს საქართველოს მოსახლეობას. ქართული საზოგადოება ელოდება, რომ აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრას და არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი თუ რეგიონალური დინამიკა.

ამ გამოწვევებზე მთავრობამ და პარლამენტმა სრული შემადგენლობით უნდა იმუშაონ. მე მჯერა, რომ მხარეები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას და რა თქმა უნდა, ჩვენ შევასრულებთ ფასილიტატორების როლს.

მიუხედავად იმისა, რომ საჭირო იქნება რთული კომპრომისები, მჯერა, მხარეები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას",-თქვა დეგნანმა.

30 მარტს ევროპელი საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებს შორის 8 საათიანი მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არც ერთმა მხარემ არ მოაწერა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი