გამოცხადებული სიკვდილის ზონა - ხუთდღიანი კარანტინის გამო, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი მსხვერპლი და მორიგი შეტაკება ხალხსა და პოლიციას შორის. დისკრიმინაციული კარანტინი ადამიანების სიკვდილისა და სამოქალაქო აქტივისტების პოლიციასთან დაპირისპირების მიზეზი ხდება.

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები ამტკიცებენ, რომ პანდემიით გამართლებული ეს შეზღუდვები რეალურად საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა და ოკუპირებულ რეგიონებთან რეალური საზღვრის აღიარებაა ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან.

მაშინ, როდესაც აფხაზეთის მთავრობის მეთაური სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციით დაუპირისპირდა, აფხაზეთიდან ზუგდიდში სამკურნალოდ გადმოსული და იძულებით კარანტინში გაგზავნილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გარეშე დაიღუპა. 49 წლის თენგიზ მელია, ნათესავის სახლში თვითიზოლაცის დროს გარდაიცვალა. 

მმართველი პარტიის ლიდერები მედიასთან დუმილს ამჯობინებენ. აპირებს თუ არა სახელისუფლებო გუნდი ხუთდღიანი კარანტინის მოხსნას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამ დრომდე უცნობია, სამოქალაქო აქტივისტები კი საქართველოს ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას კარანტინის მოხსნამდე აპირებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი