მეთაურის გარეშე დარჩენილი ქართული დაზვერვა. წელიწადზე მეტია დაზვერვის სამმართველოს შეფის პოსტი, ფორმალურად ვაკანტურია.

დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოხსენებით წარსდგნენ. წარმდგენი პირი, წესით ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძე უნდა ყოფილიყო, თუმცა ის საკანონმდებლო ორგანოში დღეს არ გამოჩენილა.

დეპუტატების ნაწილი ირწმუნება, რომ შესაფერისი კანდიდატის შერჩევა ჭიანურდება, ნაწილიც გვარწმუნებს, რომ ამ საკითხზე საუბრის კომპეტენცია მათ არ აქვთ.

ვინ და როდის დაინიშნება დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად უცნობია. შალვა ლომიძე მოვალეობის შესრულებას გაურკვეველი დროით, პრემიერის გადაწყვეტილებამდე განაგრძობს. თანამდებობა კი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იზორია გერმანიაში, ელჩად მიავლინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი