
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის ოფიციალურ მიზეზად კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დასახელდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თავად ირაკლი ჯინჭარაძემაც აჭარის ტელევიზიით გაიგო.
ტელევიზით გავიგე. როგორ გაიგო ტელვიზიამ ჩემზე ადრე? - საინტერესოა ძალიან. მოგვიანებით კი ფინანასთა სამინისტროს აპარატის უფროსმა მაცნობა სიტყვიერად. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, იქ არის საუბარი ტექნიკურ შეცდომაზე და არა ქრთამის აღებაზე, ან რაიმე მნიშვნელოვან დარღვევაზე. ორი წელია ამ საქმეს ანტიკორუფციული სწავლობს და ისეთი არაფერი აღმოუჩენია, - ამბობს ჯინჭარაძე "ბთუმელებთან" საუბრისას.
ჯინჭარაძის ინფორმაციით, საუბარია ორი წლის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, სადაც აუდიტი ეხება კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებულ ტქნიკურ ხარვეზებს, ხოლო ეს შესყიდვა განხორციელდა მაშინ, როცა ის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე იყო.
ირაკლი ჯინჭარაძის შესაძლო დათხოვნაზე საუბრები მაშინ დაიწყო, როცა ის შპს „ბათუმი თაუერისთის“ პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას ღიად შეეწინააღმდეგა.
ამ ფაქტის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბულვარში მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროეტები არ შეჩერებულა.