საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება - მეუფე ანდრიამ ქადაგებისას ხელისუფლებას მიმართა

გამოქვეყნდა:

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა ხელისუფლებას შეზღუდვების შემსუბუქების თხოვნით მიმართავს. როგორც მან დღეს, 12 აპრილს, წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ისაუბრა, ის, რომ ხელისუფლება ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას აპირებს, არასწორია. 

ვფიქრობ, საჭიროა პირიქით, ამ აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად. ჩვენ, მოქალაქეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ხელისუფლებას ამ ზომების დაცვაში იმიტომ, რომ ყველას ეხება ეს, ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - ადამიანის ჯანმრთელობას, - ამბობს მეუფე ანდრია. 

მეუფე ანდრიას აზრით, შეზღუდვები ოთხი მიზეზის გამო უნდა შემსუბუქდეს:

  1. ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა;
  2. ეკონომიკური მდგომარეობა;
  3. საზოგადოების დაპირისპირება;
  4. სამედიცინო პერსონალის კარგი გამოცდილება და პროფესიონალიზმი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი