უბრალოდ პარლამენტში შესვლა ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს - ხოშტარია 

გამოქვეყნდა:

"სინამდვილეში ყველა კრიზისი, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, იქნება ეს ნამოხვანი, პანდემიის მართვა, ვაქცინაცია, მეწყერი თუ სხვა დიდწილად არის ნდობის დეფიციტის შედეგი. სწორედ ამას ქვია ლეგიტიმაციის პრობლემა, რომელიც სერიოზული გადატვირთვის გარეშე ვერ მოგვარდება. ოპოზიციის პოზიცია, რომელსაც თავის მხრივ ასევე აქვს ნდობის დეფიციტი, მხოლოდ აისბერგის თავია. გადატვირთვა უბრალოდ პარლამენტში შესვლა ვერ იქნება, ეს ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს.

ანუ ყველა ერთს ვჩივით, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავთ. ეს ჩვენი, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის და ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული პროპაგანდის შედეგიც".

წერს მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი