ჩაგდებულია ვაქცინაციის გეგმა, რომელიც რომ დაიწერა მაშინაც არ ვარგოდა - ჯანდაცვის ექსპერტი

გამოქვეყნდა:

"მე ვერ ვხედავ, სახელმწიფოს მხრიდან რამე იყოს გაკეთებული იმისათვის, რომ 2020 წლის შემოდგომა არ განმეორდეს", - ასე აფასებს "ლელოს წევრი, ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ სურგულაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და ჩავარდნილ ვაქცინაციას.

მისი თქმით, ქვეყანაში არანაირი ვაქცინაციის გეგმა და სტრატეგია არ არსებობს.

"მე ვერ ვხედავ, სახელმწიფოს მხრიდან რამე იყოს გაკეთებული იმისთვის, რომ 2020 წლის შემოდგომა არ განმეორდესა და ისევ არ ჩავარდეთ როგორ ძალიან მძიმე ეკონომიკურ, ისე სამედიცინო კრიზისში. ჩაგდებულია ვაქცინაციის გეგმა, რომელიც რომ დაიწერა მაშინაც არ ვარგოდა და ახალი გეგმაც არ არსებობს. ასევე არ არსებობს, არავითარი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯები, რომ 2020 წლის შემოდგომა არ მივიღოთ", - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.

 ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი