
სოლიდარობის აქცია უკრაინის საელჩოსთან. "ლელო-საქართველოსთვის" წევრებმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხმა მეგობარ სახელმწიფოში ახლა არ ისმის და ის განცხადებები, რომლებიც ოფიციალური თბილისის მხრიდან კეთდება მხოლოდ ოპოზიციის და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგია.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთხელ ქართული ოცნების კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკა, რომლის ძალიან ნათელი გამოხატულება იყო, ის თუ როგორ მოიქცა ის უკრაინის უმძიმესი კრიზისის დროს, როცა მანამ სანამ, სრულიად თანამედროვე თანამეგობრობამ არ შეარცხვინა საქართველოს ხელისუფლება, მანამ სანამ ერთხმად არ აღნიშნა, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო იყი სოლიდური საქართველოს მიმართ 2008 წლის ომის დროს, საქართველო რამდენიმე წლის განმავლობაში ხმას არ იღებდა უკრაინის უმძიმესი დღეების და უმძიმესი ვითარების შესახებ",-თქვა გრიგოლ გეგელიამ.
აქციის მონაწილეებს უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვიც შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.