პრემიერის ხელმძღვანელობით, შეიქმნას შიმშილის დასაძლევი კომისია - ინჯიას ინიციატივა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის დეპუტატი, "ევროპელი სოციალისტების" წევრი ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით შიმშილის დასაძლევი კომისია შეიქმნას. გარდა ამისა, ინჯიას სურს, რომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უხელმძღვანელოს.

"ასეთ მდგომარეობაში, რომ სახელმწიფო გადარჩეს და მოსახლეობა შიმშილის მდგომარეობიდან გამოვიდეს, მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც პირადად პრემიერმინისტრი უხელმძღვანელებს. იმ საგანგებო შტაბს კი, რომელიც დღეს კოვიდთან მიმართებაში არსებობს, მე პირადად, გადავაბარებდი შინაგან საქმეთა მინისტრს, მას დავნიშნავდი, საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი ის, რომ წესრიგი არ არის ქვეყანაში. მანქანით რომ გაიარო, 30% "მასკის" [ნიღბის] გარეშე დადის, კარგი იქნება ამ შტაბს ჯანმრთელობის მინისტრთან ერთად შს მინისტრი ჩასდგომოდა", - ამბობს ფრიდონ ინჯია.

  ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი