ხმაური სასამართლოს ეზოში - მანდატური აქტივიტებს მეგაფონის შეტანის უფლებას არ აძლევდა

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ არეულობა იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სამართალდამცველები სამოქალაქო აქტივისტებს სასამართლოს ეზოში მეგაფონის შეტანის უფლებას არ აძლევდნენ.

"მეგაფონის შემოტანის უფლება გვაქვს, 30 მეტრით არ უნდა მივუახლოვდეთ ადმინისტრაციული ორგანოს შენობას მანიფესტაციის ჩატარების დროს, რასაც არც ვაპირებდი. კარტოგრაფების საქმის პროცესზე აქ დინამიკიც გვქონდა და მოწოდებებსაც ვაკეთებდით, ეს დაშვებულია კანონით. ერთ-ერთი მანდატური მეცა და კისერში მომკიდა ხელი, გავყავდი, არ ვიცი რა უნდოდა. ამ დროს როგორღაც ადამიანების დახმარებით, შევძელი და აღვიდგინე ჩემი უფლება, შემოვიტანე მეგაფონი", - ამბობს აქტივისტი ნიკა ფარულავა.  

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო. სწორედ დღეს გახდება ცნობილი გაანთავისუფლებენ თუ არა უკანონო პატიმრობაში მყოფ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი