
სოფელ ლამბალოდან დაკარგული 18 წლის გოგო პოლიციამ იპოვა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ წუთებში ოჯახს დაკარგულ შვილთან კომუნიკაციაში ეხმარებიან.
ნარმინ ისაიევა სახლიდან ორი დღის წინ ფარულად წავიდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მარნეულში გათხოვდა. მან დეიდას ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და მისწერა, რომ მისთვის სასურველ მამაკაცს გაჰყვა ცოლად.
დაკარგულის ოჯახის წევრები პოლიციას შვილის დროულად მოძებნას სთხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი შვილი 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დაინიშნა. ახლო მომავალში კი ქორწილი იყო დაგეგმილი.
ყოფილი საქმრო ოჯახს ახლა საცოლისთვის შეძენილი ნივთებისა და თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.
ოჯახის მხრიდან ოფიციალურად მიმართვის შემდეგ, საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.
ავტორი: ია გულიაშვილი.