"პოლიტიკური გზავნილი ოპოზიციისთვის" - ასე აფასებენ "ქართული ოცნების" ოპონენტები სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა მელია ციხეში დატოვა. სულ ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა გაფართოვებულ ფორმატში კონსულტაციები დაასრულეს.
გეგმები არ შეცვლილა - ოლიგარქის დავალებით მიმდინარე პოლიტიკურ დევნას ოპონენტები ბრძოლის გაგრძელებით პასუხობენ. მზადება 15 მაისის აქციისთვის გრძელდება და შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში რეგიონებში გაიმართება.
ხელისუფლებასთან პოლიტიკური მოლაპარაკებები კი მხოლოდ უცვლელი პირობით განახლდება - ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება დღის წესრიგის მთავარი საკითხები უნდა იყოს.
იხილეთ ასევე: