18 აპრილს WizzAir ქუთაისიდან რეგულარული ფრენების ნაწილს აღადგენს. ცნობილი ხდება, რომ რეისები ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით განახლდება. თავდაპირველად, ფრენა კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. კომპანია რეისების რაოდენობის გაზრდას ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით გეგმავს.
ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს, WizzAir მაისიდან რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს. ივნისიდან კი, პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით განახლდება.