
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში იბარებს.
პარტიის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, 2013 წლიდან ქვეყანაში სიღარიბე უკიდურესად გაიზარდა, მათ შორის, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში, ბავშვებსა და პენსიონერებში. ამ დროს კი ქართული ოცნების ხელისუფლება, ე.წ. დახმარების პაკეტიდან თანხებს პარტაქტივისა და მათთან აფილირებული ბიზნესმენების გასამდიდრებლად იყენებს. ბოკუჩავა ამბობს, რომ ამ გეგმაში ერთი თეთრიც არ არის გათვალისწინებული პენსიონერებისთვის, 600 ათასი თვითდასაქმებულისთვის, 165 ათასი სოცდაუცველისთვის, 100 ათასამდემდე შშმ პირისა და დევნილებისთვის.
იმისთვის, რომ ჩვენ სახლში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ინტერპელაციის წესით, გიორგი გახარიას იბარებს პარლამენტში; მას კონსტიტუცია ავალდებულებს, მობრძანდეს პარლამენტში და პირადად გასცეს იმ შეკიხვებს პასუხები, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, - ამბობს დღეს გამართულ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავა.